ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - რა გეგმებით მოდის ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი პოლიტიკაში?
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ოფიციალურად შემოდის. მან ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველო“ დააფუძნა და პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
ყიფიანი აცხადებს, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანია საქართველოსთვის რეგიონის ლიდერის სტატუსის დაბრუნება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და სასამართლო სისტემის რეფორმირება.
ახლად დაფუძნებულ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური პლატფორმა არც პიროვნების კულტზე და არც პოლიტიკური შურისძიების პრინციპზე იქნება აგებული. დამფუძნებელ ყრილობაზე მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება საკმარისი არ არის.
ვინ შეიძლება გახდეს „ჯერ საქართველოს“ პოლიტიკური პარტნიორი და იქმნება თუ არა ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ოპოზიციური ცენტრი - ამ კითხვებზე პასუხები პარტიის ლიდერებს უახლოეს პერიოდში მოუწევთ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.