ელენე ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი დღეს შედის
ელენე ხოშტარიას, პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს. სავარაუდოდ დღეს გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა ქალ პოლიტიკოს რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ.
დღესვე, 11:00 საათზე, ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.
რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.