კობახიძე თბილისში ანტიდასავლური იდეებით ცნობილ ჯეფრი საქსს შეხვდა

29.06.26 10:21
კობახიძე თბილისში ანტიდასავლური იდეებით ცნობილ ჯეფრი საქსს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თბილისში ამერიკელ ეკონომისტსა და პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა გაავრცელა.

მთავრობის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხები.

ჯეფრი საქსი ბოლო წლებში ცნობილია აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკის კრიტიკით, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მისი განცხადებები უკრაინაში ომის მიზეზებთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ხშირად ემთხვევა კრემლის ოფიციალურ რიტორიკას.

საქსის განცხადებებს აქტიურად აშუქებენ როგორც რუსული სახელმწიფო მედია, ისე საქართველოში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები, ხოლო „ქართული ოცნების“ ლიდერები მის შეფასებებს საკუთარ განცხადებებში არაერთხელ დაყრდნობიან.

მსგავსი სიახლეები