რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას ექიმები და ადვოკატი ხვდებიან
ელენე ხოშტარიას ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან.
სამივე მათგანი რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე შევიდა.
ცნობილია, რომ "ფდროას" ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ისინ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან. ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, გადაიყვანენ თუ არა ქალ პატიმარს სამოქალაქო კლინიკაში.
პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.