ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა? - შარმანაშვილი
"ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება გახარიას გუნდის წევრმა, გიგა ფარულავამ დაიწყო. დეპუტატი ირწმუნება, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროვოკაცია სწორედ გახარიას გუნდის წევრმა მოაწყო. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
შარმანაშვილის თქმით, მომხდარი მოსაწონი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაშ სიტუაცია "კონტროლიდან" გამოვიდა.
ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?, - ამბობ არმანაშვილი.
„უწყვეტი კადრები არსებობს - ეს ჩხუბი დაიწყო გიგა ფარულავამ. მან პირველად გამოიყენა ძალა, ხელაძეს მოუქნია ხელი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდგომში ნაწილი პროცესში მონაწილეობდა, მეორე ნაწილი გაშველებაში მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტი ერთია: ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ეს არის ფაქტი. ახლა დანარჩენი როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ.
ბოდიში პირდაპირ თქმისთვის, მაგრამ როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია - ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის - ხომ არ გადავჯიშდით, არა?
საქმე ის არის, რომ პირველად ძალა გამოიყენა დეპუტატმა ფარულავამ. ახლა ეს უნდა მოეთმინა ვინმეს? ეს ხელი რომ მოხვდა, დედის გინებაც უნდა მოეთმინა და ყველაფერი უნდა მოეთმინა? ეს არის მხოლოდ თეორიული მსჯელობა. როდესაც ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ჩხუბი ატყდება და უკვე ვინმე ძალას გამოიყენებს, იქ, რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა.
საზოგადოდ რომ ეს მოსაწონი არ არის, თვითონ გორდულაძემაც ტელევიზიით განაცხადა და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას - ფარულავას კი არ მოუხადა, არამედ საზოგადოებას, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა თვითონაც და ამაში მონაწილეობა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არაფრით არ შეიძლება მოსაწონი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ცალმხრივად გააშუქო და თქვა, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, რომ როდესაც ადამიანი ხელს გაგარტყამს და თან დედასაც შეგაგინებს, შენ ვალდებული ხარ ჩუმად იყო და არაფერი არ გააკეთო, ესეც ძალიან უცნაური შეფასება იქნებოდა არსებული სიტუაციის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- 1. არჩილ გორდულაძე
- 2. ლაშა ტალახაძე
- 3. ლევან მაჭავარიანი
- 4. ირაკლი ხელაძე
- 5. ირაკლი კირცხალია
- 6. გენო პეტრიაშვილი
- 7. ვასილ ჩიგოგიძე
- 8. ზუკა რურუა
- 9. სავალან მირზოევი