ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიცია "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

29.06.26 13:33
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიცია "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

 

 

პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ოპოზიცია "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მათი თქმით, როდესაც საქმე ივანიშვილის გუნდის ოპონენტებს ეხებათ, "ოცნება" მყისიერად რეაგირებს და გამოძიებას იწყებს, ხოლო როცა დანაშალს თავად "ოცნების" გუნდის წვერები სჩადიან, ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე რჩება. 

ჩვენ ვიხილეთ ჯგუფური ძალადობა თანამდებობის პირების მხრიდან მეორე სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - დაიწყო, თუ არა მყისიერად გამოძიება და თუ დაიწყო, რა ეტაპზეა? ამ შემთხვევაში, მყისიერი და ეფექტური გამოძიების რა ნიშნებს ატარებს, თუ დაწყებულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც სხვა საქმეებზე იწყება გამოძიება კომენტარს აკეთებენ, როცა ეს ოპოზიციას და მის მომხრეებს ან სხვა რიგით მოქალაქეებს ეხება. უნდა დაისვას მეორე კითხვა, რომ არ ყოფილიყვნენ ამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რა ქმედება და რეაგირება ექნებოდათ პროკურატურას და სამართალდაცვით ორგანოებს? ასეთ შემთხვევაში, მყისიერად დაიწყებოდა თუ არა განცხადებების გაკეთება და საზოგადოების ინფორმირება? ბუნებრივია, ეს კითხვა არსებობს და უნდა ვნახოთ განსხვავება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა“ და საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებსაც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე ასხვავებენ,- განაცხადა "ძლიერი აქართველოს" წევრმა ლევან სამუშიამ.

მმართველი გუნდის ქმედებებს კიდევ უფრო მწვავედ აფასებს თენგო თევზაძე. მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი ძალადობა ხელისუფლების რეალურ სახეს წარმოაჩენს. 

კრიმინალური ბანდა თავს ესხმოდამცირე ჯგუფს ადამიანებისა, ორ-სამ ადამიანს ფიზიკურად უსწორდებოდა. ეს არის "ქართული ოცნება". ამაზე ერთადერთი რეაგირება არის ის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ვინაიდან ეს კრიმინალური ბანდა არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ეს ხალხი საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვნ გირდულაძე და რა მაჭავარიანი? საერთოდ არ გვეცოდინებოდა ეს ადამიანები, - ამბობს "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე. 

ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სისტემური ძალადობის გამოვლინებაა. 

ყველამ, ვინც ხელი მოიქნია პარლამენტის შენობაში, ე.წ. პარლამენტში, ეს გააკეთა ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დასანახად. იმიტომ, რომ ამ მოძალადე სისტემაში, სადაც სისტემური ძალადობა არის არსებობის ერთადერთი გზა, რითაც ერთგულებას უმტკიცებენ საკუთარ უფროსებს, არის თვითრადიკალიზაცია, არის ძალადობა, ამით "ქართული ოცნება" ძალიან ჰგავს ტერორისტულ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ ამ პირობებში რაიმე რეაგირება იქნება ამაზე, მაგრამ რეჟიმის ცვლილების მერე აუცილებლად იქნება, - ამბობს "როა" ლიდერი გიგა ლემონჯავა. 

ენმ-ს წევრი თენგო თევზაძე ყურადღებას „ქართული ოცნების“ დეპუტატების პასუხისმგებლობასა და ხელისუფლების შიგნით არსებულ დამოკიდებულებაზეც ამახვილებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკას ძალადობით პასუხობენ. 

ვერცხლის მოყვარეობის ხარისხი იმდენად მაღალია "ქართული ოცნების" წევრებში და ფაქტობრივად ჩამოყალიბდნენ ივანიშვილის ქარვასლის დახლის მცველებად და არა კანონმდებლებად, რომ ელემნატარულ კრიტიკასაც ვერ უძლებენ და ძალადობენ და ამ ძალადობისთვის მათ არავინ პასუხს არ სთხოვს. აი, ეს არის ივანიშვილის მმართველობა, ის კალაპოტი, რომელიც მან ქვეყანაშ შექმნა, ვინაიდან სხვა პოლიტიკური რესურსი მას არ გააჩნია, არანაირი დაპირება მას ქართველი ხალხისთვის არ შეუსრულებია, - ამბობს თენგო თევზაძე.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • 1. არჩილ გორდულაძე
  • 2. ⁠ლაშა ტალახაძე
  • 3. ⁠ლევან მაჭავარიანი
  • 4. ⁠ირაკლი ხელაძე
  • 5. ⁠ირაკლი კირცხალია
  • 6. ⁠გენო პეტრიაშვილი
  • 7. ⁠ვასილ ჩიგოგიძე
  • 8. ⁠ზუკა რურუა
  • 9. ⁠სავალან მირზოევი

 

მსგავსი სიახლეები