ეს იყო ჯგუფური თავდასხმა - გახარიას გუნდი გამოძიების დაწყებას ითხოვს

29.06.26 15:32
ეს იყო ჯგუფური თავდასხმა - გახარიას გუნდი გამოძიების დაწყებას ითხოვს

 

 

 

გახარიას გუნდი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიებას ითხოვს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, “ოცნებას“ აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობის და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს.

სიჭინავა ეჭვობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც საქმე თაროზე შემოიდება, თუმცა, დარმწუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც ყველა მოძალადეს გარაუვლად მოუწევს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

26 ივნისის საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა “ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს, რაც კონსტიტუციურ ორგანოში პრემიერ მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული,რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშულებრივად სდუმან. გვინდა, მათ შევახსენოთ, “ოცნების“ დეპუტატების მხრიდან პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშული, კერძოდ, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს.

როდესაც ახალგარზდები ციხეში წლობით სხედან, მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო იხდის სასჯელს, ამ პირობებში, ეს ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ, ან ჩაიდენენ. დღეს “ოცნებას“ კრიტიკა აკრძალული აქვს და ნებისმიერ განსხვავებულ აზრს სანქციას უწესებს ქუჩაშიდ ა სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე პარლამენტში ძალადობით ცდილობს იგივეს. “ოცნებამ“ შ3ექმნა რეალობა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვა ციხეში მოხვედრის, ან ფიზიკური თავდასხმის ფასად უჯდება. სადაც ქალს, საკუთარი ღირსების დაცვისთვის, პატიმრობაში უშვებენ. “ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს კი ნებისმიერ უკანონობაზე დაუსჯელობის გარანტია აქვთ და რაც არ უნდა ჩაიდინონ, „ოცნებისგან“ მიღებული პრივილეგიების გამო, ყველაფერი ეპატიებათ.

ეს სიტუაცია ქვეყანაში უაღრესად საშიშ გარემოს ქმნის. ძალადობა ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალადობა ქუჩებში, დაკავების მანქანებში, პოლიციის განყოფილებებში, ყველგან იქ, სადაც ვიდეოკამერები არ არსებობს და ახლა უკვე პარლამენტში, საჯაროდ, კამერების წინ, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, პირდაპირ აჩვენებს „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის სისტემურობას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

ფაქტი ერთია, ფასებთან, ოკუპაციასთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ “ოცნებას“ აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობის და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველა უსამართლოდ ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ყველამ ვიცით, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ მოვა დრო, რომ ყველა მოძალადეს გარაუვლად მოუწევს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, - განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • 1. არჩილ გორდულაძე
  • 2. ⁠ლაშა ტალახაძე
  • 3. ⁠ლევან მაჭავარიანი
  • 4. ⁠ირაკლი ხელაძე
  • 5. ⁠ირაკლი კირცხალია
  • 6. ⁠გენო პეტრიაშვილი
  • 7. ⁠ვასილ ჩიგოგიძე
  • 8. ⁠ზუკა რურუა
  • 9. ⁠სავალან მირზოევი

 

მსგავსი სიახლეები