სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმები მივიდნენ

29.06.26 15:57
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმები მივიდნენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში  ელენე ხოშტარიას ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე მივიდნენ. არცერთ მათგანს უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობილია, რომ მედიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან, დღესვე უნდა გაირკვეს, გადაიყვანენ თუ არა "დროას" დაპატიმრებულ ლიდრს სამოქალაქო კლინიკაში.

ვიდრე ექიმები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოვიდოდნენ რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას შეხვდნენ. ქალთა ციხეში იმყოფებოდა ადვოაკტი შოთა თუთბერიძეც. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკისები და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები. ისინი პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანას და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას ითხოვენ. პერიმეტრზე განათავსეს პოლიციელებიც. 

ფოტო: ipn.ge

მსგავსი სიახლეები