როცა ბოჭორიშვილი საუბრობს შეკავშირების პოლიტიკაზე, ეს „ქოცური“ სტილის უნიჭო ტრაგიკომედიაა - გრიგოლ გეგელია
ამ რეჟიმის და მაკა ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად - ამ „ქოცური“ ე. წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, მეგობრების მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა, ეს არის „ქოცური“ ანტი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა ქართველს უჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქოცური ე. წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, ღარიბი ერის უარესად გაღარიბება“.
მისივე თქმით, „შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართველი ხალხი მოიშორებს ანტისხეულს სახელად „ქართული ოცნება“.
“დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს”, - ამბობს ივანიშვილის საგარეო მინისტრი, ვისმა ხელისუფლებამაც მიზანმიმართულად მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი, რის გამოც საქართველომ უკვე დაკარგა ეკონომიკური განვითარების შვიდი სრული წელი, რის გამოც საქართველო არ არის კონტინენტების დამაკავშირებელი კარიბჭე, რის გამოც საქართველოს სულ მალე გვერდს აუვლის ალტერნატიული ტრანზიტული გზა, და რის გამოც საქართველო არ არის ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის კორიდორის ნაწილი.
აი, ეს არის ქოცური საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი! ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია, საქართველოს წინააღმდეგ და რუსული ინტერესის სასარგებლოდ! ჩვენ გვახსოვს რეჟიმის ლიდერების ათზე მეტი განცხადება, რომ იწყება პორტის მშენებლობა, მაგრამ რეალობა მოწმობს, რომ არ გაკეთებულა არაფერი!
ამ რეჟიმის და ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად. როდესაც იგივე ბიჭორიშვილი საუბრობს შეკავშირების პოლიტიკაზე, ეს არის ქოცური სტილის უნიჭო ტრაგიკომედია.
შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართველი ხალხი მოიშორებს ანტისხეულს სახელად ქართული ოცნება. ამ პოლიტიკის პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის დაუყონებლივ აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით, და მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პროაქტიული ჩართულობით პორტის მშენებლობის საერთო კავკასიურ საქმეში.
თუმცა, დუბროვნიკის კლოუნადა ამით არ სრულდება. ბოჭორიშვილი აგრეთვე ამბობს, რომ “საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტი-ვექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე“.
არა, მაკა, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმთან კარიერისტული მიწებების მაგიერ მეტი რომ გემეცადინა, გეცოდინებოდა, რომ საქართველო მულტი-ვექტორული პოლიტიკის ყველაზე ცუდი და მაჩანჩალა მაგალითია.
რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა როდესაც ქოცური რეჟიმის ყველა ე წ პარტნიორი საქართველოს წინააღნდეგ აძლევს ხმას გაეროში?
რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა როდესაც არ გაზრდიკა საგარეო ინვესტიცია?
რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა როდესაც არ გაზრდილა საქართველოს საერღაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა?
მე გეტყვით რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა: გეოპოლიტიკურ სასწაულს სახელად ერევანი, რომელიც ეწევა ეროვნულ ინტერრსსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, სტუმრად იღებს აშშ ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ლიდერებს და ამავე დროს სამეზობლოში ეწევა დაბალანსებულ პოლიტიკას.
აი, ეს არის მულტი-ვექტორული პოლიტიკის გამოხატულება, განსხვავებით ქოცური ე. წ. მულტივექტორული პოლიტიკისგან რომელმაც ვერც მულტი და ვერც ვექტორი ვერ შექმნა, ვერც ახალი პარტნიორები ვერ შექმნა, ძველი და ისტორიული სტრატეგიული პარტნიორობები კი ხელაღებით მოსპო. ამ ქოცური ე. წ. საგარეო პოლიტიკის შედეგია ქვეყნის რეპუტაციის სპობა, ინვესტიციების მოკვლა, ღარიბი ერის უარესად გაღარიბება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის რადიკალური შემცირება, მეგობრების მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა, ეს არის ქოცური ანტი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა ქართველს უჯდება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი, - განაცხადა გეგელიამ.