ელენე ხოშტარიას ზარი ციხიდან - არ არსებობს მდგომარეობა, სადაც ივანიშვილი მსხვერპლის როლში დამინახავს

29.06.26 17:23
ელენე ხოშტარიას ზარი ციხიდან - არ არსებობს მდგომარეობა, სადაც ივანიშვილი მსხვერპლის როლში დამინახავს

 

 

დაკავებული ოპოზიცინერი ლიდერი, ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათი შეწუხება ეუხერხულობა. ამის შესახებ მან თანაგუნდელებთან ციხიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის დროს ისაუბრა.

ხოშტარია ამბობს, რომ მხნედ არის და ვერასდროს ივანიშვილი და ვერც "ოცნების" სხვა წევრები მას მსხვერპლის როლში ვერ ნახავენ. 

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის და მართლა მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს, ძალიან მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით და დღეს სამინისტრსთან რომ ყოფილა შეკრება, დავინახე ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და მთლად დავიწვი სირცხვილით და მართლა ძალიან მერიდება, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან ადამიანები. მაგრამ, მინდა, გითხრათ, მინდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე ქოცი, ბიძინათი დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ისინი მე დამინახავენ მსხვერპლის როლში, ვერც თავის მოგონილ კამერაში. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტან და უარესსაც, აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწარით. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია. მეორე მხრიდან შეხედეთ, რის კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ, -  ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში.

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

უახლოეს წუთებში პენიტენციური სამსახურის უფროსი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას მკურნალ ექიმებს შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გადაიყვანენ თუ არა „დროას“ ლიდერს სამოქალაქო კლინიკაში.

 

მსგავსი სიახლეები