ღარიბაშვილის ოჯახი შეწყალებას ითხოვს?

29.06.26 20:34
ღარიბაშვილის ოჯახი შეწყალებას ითხოვს?

 

 

კორუფციაში მსჯავრდებულ ექს-პრემიერს, ცოლმა დაბადების დღე ფოტოკოლაჟით მიულოცა. ნუნუ თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ივანიშვილების ოჯახთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა. არის თუ არა ეს საჯარო ბოდიში და შეწყალების თხოვნა? რას დემონსტრირებდა დღეს ნუნუ თამაზაშვილი არაერთ მოსაზრების გამო პირველი მისი პოზიციის მოსმენა გვსურდა. 

ნუნუკა თამაზაშვილმა "პირველების" კითხვაც არ მოისმინა, თუმცა სატელეფონო ინტერვიუში შვილის პატიმრობაზე ისაუბრა ტარიელ ღარიბაშვილმა. ექსპრემიერის მეუღლის ამ ნაბიჯმა გააჩინა კითხვა, ხომ არ ითხოვს ღარიბაშვილი შეწყალებას?

ღარიბაშვილს ახლა ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების ორ შანსი აქვს, პირველი შეწყალება და მეორე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილება, თუმცა. ე.წ. უდოზე განაცხადის დაწერა მხოლოდ სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგაა შესაძლებელი. ღარიბაშვილმა ციხეში ჯერ 7 თვე გაატარა, ამიტომ ახლა მის გამოსაშვებად ერთადერთ გზად სწორედ შეწყალება რჩება. 

მათთვის, ვინც ივანიშვილის მმართველობის სტილს კარგად იცნობს, მარტივად გასაგებია რას ემსახურება ნუნუკა თამაზაშვილის ეს ნაბიჯი. ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ სექტად ქცეულ პოლიტიკურ პარტიაში, ყოფილებს ისღა დარჩენიათ მოწყალება საჯაროდ და პრიმიტიული ფორმით ითხოვონ.  

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში 

მსგავსი სიახლეები