"არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის" - ცოტნე ივანიშვილი
"არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის" - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ის ფილოსოფიის და ხელოვნების ისტორიას იკვლევს და ხატავს, ამასთან ჩართულია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივებში და სტუმრის სტატუსით ესწრება შეხვედრებს.
სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის მე პირადად. არასდროს მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვსწავლობ, აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელია, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ამ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიის და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით, რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციისგან, ამიტომ თავისთავად სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს," - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.