თინა ბოკუჩავა არ უარყოფს, რომ შესაძლოა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს

29.06.26 22:30
თინა ბოკუჩავა არ უარყოფს, რომ შესაძლოა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ უარყოფს, რომ შესაძლოა პარტიაში მომავალ არჩევნებზე თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. 

მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შეიძლება საარჩევნო პროცესში ჩაერთოს. 

ამასთან, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ის პარტიაში რჩება. 

არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება [თავმჯდომარეობაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით]. კი, რა თქმა უნდა [შეიძლება მივიღო], კი, რა თქმა უნდა [შეიძლება ჩავერთო საარჩევნო პროცესში]. ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, აბსოლუტურად ღიად ვამბობ, რომ ბოლო პერიოდი, მათ შორის სტრასბურგიდან მოყოლებული და ახლაც, წინა კვირას შეხვედრა გვქონდა მაგალითად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ქალთა პლატფორმის ფარგლებში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. [...]

რა თქმა უნდა [ვრჩები პარტიაში, აქტიურობას რიგითი წევრის სტატუსიდანაც გავაგრძელებ].

ჩემი არჩევა მოხდა 8 ივლისს და შესაბამისად ჩემი ორწლიანი ვადა [8 ივლისს სრულდება]," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები