"ქართული ოცნება" თავს გამარჯვებულად ვერ გრძნობს" - საბა ბუაძე

29.06.26 23:16
"ქართული ოცნება" თავს გამარჯვებულად ვერ გრძნობს" - საბა ბუაძე

 

 

"ქართული ოცნება" თავს გამარჯვებულად ვერ გრძნობს" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც მმართველი პარტია მოქალაქეებს ეუბნება: მაღიარე, თორემ დაგიჭერ, ნუ დამწყევლი, თორემ დაგაჯარიმებ, Facebook-ზე ცუდი სიტყვა არ დამიწერო, თორემ დაგაჯარიმებ, გადი პოლიტიკიდან, თორემ დაგიჭერ - ეს სუსტის პოზიციაა. 

საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" კანონმდებლობიდან, დამოკიდებულებიდან და რიტორიკიდან "გამოსჭვივის, რომ თავს გამარჯვებულებად ვერ გრძნობენ". 

"ქართული ოცნება" რით აჩვენებს თავის სისუსტეს ამ ვითარებაში, რომ როდესაც შენ გეუბნება: მაღიარე, თორემ დაგიჭერ, ნუ დამწყევლი, თორემ დაგაჯარიმებ, Facebook-ზე ცუდი სიტყვა არ დამიწერო, თორემ დაგაჯარიმებ, გადი პოლიტიკიდან, თორემ დაგიჭერ - ეს არის ძლიერის პოზიცია? - არა, რასაკვირველია, ეს არის სუსტის პოზიცია. სისუსტე ამ შემთხვევაში იმაში კი არ გამოიხატება, რომ ადმინისტრაციულ ბერკეტებზე და ინსტრუმენტებზე ხელი არ მიუწვდება, არა, რა თქმა უნდა ისინი სრულად აკონტროლებენ საძალაუფლებო ინსტრუმენტებს, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის კუთხით, ვხედავთ, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც გამარჯვებულად გრძნობს თავს. 

"ქართულ ოცნებას" რომ შეხედავ, მათ დამოკიდებულებას, კანონმდებლობას, რიტორიკას, ყველაფერს რომ შეხედავ აქ ერთადერთი რაღაც გამოსჭვივის, რომ ისინი ვერ გრძნობენ თავს გამარჯვებულად. ეს რეალობა მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ," - თქვა საბა ბუაძემ. 

მსგავსი სიახლეები