"პოლიტიკა პარლამენტში უნდა კეთდებოდეს და პარლამენტში პირუტყვი გვყავს" - თაზო დათუნაშვილი
"პოლიტიკა პარლამენტში უნდა კეთდებოდეს და პარლამენტში პირუტყვი გვყავს" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა და პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომებზე გახარიას გუნდის მიერ წამოწყებული ყველა პოლემიკა "მთავრდება დედის გინებით და ღმუილით", რაც გასაგებია, რადგან "ეს არის გაუნათლებელი ხალხის შეკრება, რომელშიც სხვა გზა გარდა მუშტი-კრივისა, არ არსებობს".
ამ პარლამენტს და ამ დარბაზს ბევრი ჩხუბი უნახავს, მაგრამ განსხვავებით, ყველა წინასგან აქ გამორჩეული ის იყო, რომ ჯოგის პრინციპით ორგანიზებული თავდასხმა ერთადერთი მიზნით, რომ მართლა ფიზიკურად გაანადგურო მოწინააღმდეგე, აქ შეურაცხყოფაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ზოგადად ამ პარლამენტის სხდომებს რომ თვალყურს ვადევნებთ ძალიან მარტივად ვხედავთ, რომ ნებისმიერი პოლემიკა, რომელსაც წამოიწყებს ხოლმე გახარიას გუნდი, მთავრდება დედის გინებით, პირველყოფილი ადამიანების, ნეანდერტალელების შეძახილით, ღმუილით, სულ ღმუილი ისმის და დედის გინება. გასაგებია, როდესაც უინტელექტო, უდიპლომო, გაუნათლებელ, მართლა პირველყოფილ არსებებს შეყრი ერთ დარბაზში და ეუბნები, რომ მათი ერთადერთი საქმე არის მწვანეზე დაჭერა, ხანდახან წითელზე და ამის მიღმა დაცლა უპირობოდ და უსიტყვოდ იმიტომ, რომ სიტყვების მარაგი ამ ხალხს არ გააჩნია, იქ ვინც აქტიურობდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა ჯამში 1 000 სიტყვა ერთად არ იციან, გაუნათლებელი ხალხია. ეს არის გაუნათლებელი ხალხის შეკრება, რომელშიც სხვა გზა გარდა მუშტი-კრივისა, არ არსებობს.
ბიძინა ივანიშვილი კი ზის სახლში თავისთან და ყველაფერს წყვეტს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს არლამენტი არის მმართველი ორგანო, საქართველოს პარლამენტში წყდება იმის ბედი თქვენ, მე და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე როგორ გადასახადს გადაიხდის, მთავრობაში ვინ იქნება... კი ჩანს სხვათა შორის ციხეში რომ ყრიან მთელი წინა მთავრობა - აი ასეთი პირუტყვების მიერ შერჩეული და შემდეგ ნაკონტროლები მთავრობები რა მასშტაბით იპარავენ ბავშვების, ჯარისკაცების, პოლიციის ფულს - ეს ამ ადამიანების გამო არის იმიტომ, რომ პირუტყვი არის შეყრილი ერთ დიდ სადგომში და იქ ასე იქცევიან... ვინმეს თუ ჰგონია რომ ამ ხალხის საქმე არ არის პოლიტიკის კეთება, პოლიტიკა იქ კეთდება, სხვაგან არ კეთდება - პოლიტიკა პარლამენტში უნდა კეთდებოდეს და პარლამენტში პირუტყვი გვყავს," - განაცხადა თაზო დათნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე;
- ლაშა ტალახაძე;
- ლევან მაჭავარიანი;
- ირაკლი ხელაძე;
- ირაკლი კირცხალია;
- გენო პეტრიაშვილი;
- ვასილ ჩიგოგიძე;
- ზუკა რურუა;
- სავალან მირზოევი.