რაც არ უნდა დიდ სიბინძურეზე წავიდეს რეჟიმი, ვერცერთ ეპიზოდში ჩვენგან აღიარებას ვერ ეღირსება - ლემონჯავა
ელენეს მძევლად ყოფნა არ განაპირობებს იმას, რომ ან თვითონ ელენემ, ან პარტია “დროამ“ იოტისოდენა ცვლილებაც კი განახორციელოს საკუთარ მიდგომაში ამ რეჟიმის მიმართ, - ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “რაც არ უნდა მოიმოქმედოს რეჟიმმა, რაც არ უნდა დიდ სიბინძურეზე და არაადამიანობაზე წავიდეს, ვერცერთ ეპიზოდში ჩვენგან აღაირებას ვერ ეღირსება.“
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ელენეს მძევლად ყოფნა, არცერთ ეტაპზე, არც ახლა და არც მომავალში, არ განაპირობებს, რომ ან თვითონ ელენემ, ან პარტია “დროამ“ იოტისოდენა ცვლილებაც კი განახორციელოს საკუთარ მიდგომაში ამ რეჟიმის მიმართ. მათ შორის ამ რეჟიმის არ აღიარების კონტექსტში. ეს არ არის ადვილი ვითარება, ჩვენ რა თქმა უნდა, გააზრებული გვაქვს, პირველ რიგში ეს ელენს აქვს ძალიან მკაფიოდ გააზრებული და ასევე, პარტიის თითოეულ წევრს. მძიმე დღეები უდგას პარტიას და თითეულ ჩვენ წევრს, ასევე ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის და რაც არ უნდა მოიმოქმედოს რეჟიმმა, რაც არ უნდა დიდ სიბინძურეზე და არაადამიანობაზე წავიდეს, ვერცერთ ეპიზოდში ჩვენგან აღაირებას ვერ ეღირსება. იმიტომ კი არა, რომ ეს გაბრაზებულის პოზიციაა, არა, ეს არის გააზრებული და პრაგმატული მიდგომა ამ რეჟიმის მიმართ. ვინც ამბობდა, რომ ამ რეჟიმს ლეგიტიმაცია არ აღელვებს, იმათაც კი დაინახეს, რომ მათთვის ლიგიტიმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - განაცხადა ლემონჯავამ.
მისივე თქმით, მანამ, სანამ ხალხი იბრძვის “ ამ რეჟიმის აღიარება ვერ მოხდება“.