აბსურდია ასეთი დიაგნოზით ელენეს ციხეში ყოფნა - ანი ქავთარაძე

30.06.26 23:52
აბსურდია ასეთი დიაგნოზით ელენეს ციხეში ყოფნა - ანი ქავთარაძე

 

 

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრს, ანი ქავთარაძეს აბსურად მიაჩნია არსებული დიაგნოზით ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნა და პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, არ ამტკიცებს, რომ დიაგნოზი ელენეს მათ გამო აქვს, თუმცა, მიიჩნევს, რომ უნდა ჰყოფნოდათ გონიერება, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების გარეშე კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიეღოთ.

აბსურდია ასეთი დიაგნოზით ელენეს ციხეში ყოფნა. ცალსახად რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხია, მე არ ვამბობ, რომ ეს დიაგნოზი მათ გამო აქვს ელენეს, შესაძლოა, ეს ციხეში შესვლამდეც დაწყებული იყო, რადგან ავტოიმუნური დაავადებაა და ამას ისინი ვერ გააჩნდნენ, მაგრამ როდესაც ამ დიაგნოზის შესახებ ისმენ, მეგონა, ეყოფოდათ გონიერება და ჩვენი მოლაპარაკებები კი არ იქნებოდა საჭირო, მრავალსაათიანი, კლინიკაში გადაყვანაზე, არამედ საერთოდ სასჯელის შეცვლის შესახებ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას,- განაცხადა ქავთარაძემ.

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიასნაირი ქალის ციხეში ყოფნა აუცილებლობაა, რადგან ის მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.

აუცილებლობაა, პატრიოტი,  მებრძოლი, შეუპოვარი, პრინციპული ქალის ციხეში ყოფნა მათთვის, რადგან სწორედ ამ ნაწილში წარომოდგენს საშიშროებას. ქალი, რომელიც იციან, რომ არ თანამშრომლობს და არც ითანამშრომლებს რეჟიმთან, რომელიც ამ ქვეყანას ღალატობს. ამ ქვეყანაში არ მხოლოდ ელენეს შვილების მომავალს კლავს და უსვამს წერტილს, არამედ ჩვენსასაც და სწორედ ეს არის მიზეზი, ელენე არის ახლა მათი მოკლე ჭკუით განეიტრალებული. ამ დროს, ელენე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, არის ყველაზე ხმამაღალი ქალი, სხვა ქალებთა ერთად და ყველაზე მეტად აწვდენს ხმას მსოფლიოს მისი შეუპოვრობით და სიმამაცით, - განაცხადა ქავთარაძემ.