„ქართული ოცნების“ დეპუტატის მრავალმილიონიანი ქონება - რა წერია ბარვენაშვილის დეკლარაციაში
4 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტა, ძვირადღირებული ავტომობილები, ელიტური საათები, ათობით უძრავი ქონება და წილები კომპანიებში - ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის ქონებრივი დეკლარაციის ნაწილია.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა ახლახან შეავსო, მის საკუთრებაშია 16 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ასევე წილები 10 სხვადასხვა კომპანიაში. დეკლარაციაში ასახულია ასევე მრავალმილიონიანი კრიპტოაქტივები, ლუქს კლასის ავტომობილები და ძვირადღირებული საათები.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბარვენაშვილმა 2025 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის საქმიანობისთვის 113 886 ლარის ანაზღაურება მიიღო.