ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციების რაოდენობა - მდინარაძე
მამუკა მდინარაძე სუსის საქმიანობას აფასებს და მას "წარმატებულს" უწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო ორ თვეში ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში ექვსი პირი მიეცა, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. მდინარაძის განცხადებით, სუსი წარმატებით აგრძელებს ანტიკორუფციულ საქმიანობას, იზიდავს ახალ კადრებს და აფართოებს შესაძლებლობებს, ხოლო სუსის აკადემიას ისტორიაში პირველად უსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის განხორციელების უფლება ექნება.
შევეხები სუსის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი.
მოგეხსენებათ, რომ სუსის მუშაობის სპეიციფიკიდან გამომდინარე, ასეთი გაბედული გადაწყვეტილებების ასეთ მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე დაკავებულია 3 პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატბული მუშაობა გრძელდება სუსის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად სუსის აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება.
სუსი ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრსაც იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიურად ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციების რაოდენობა, - განაცხადა მდინარაძემ.