მდინარაძე: ვიყიდეთ ანტიდრონების თანამედროვე სისტემა

01.07.26 14:27
მდინარაძე: ვიყიდეთ ანტიდრონების თანამედროვე სისტემა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეიძინეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც 5-6 კილომეტრში რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენა და განეიტრალება შეუძლია.

მან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და თქვა, რომ უწყება 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორმუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს, 5-6 კმ-ს რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ საფეხურზე, როგორც ეს არის დღეს- თქვა მდინარაძემ. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე,  "საოკუპაციო რეჟიმები შეაიარაღა რუსეთმა დროებით - არის თუ არა ეს რაიმე კავშირში ამ ფაქტთან", მდინარაძე შემდეგნაირად პასუხობს: 

 "ასე რომც იყოს, მაინც ვერ გეტყოდით ახლა და ისეთ კითხვას მისვამთ, რომელიც პირდაპირ მტრული პასუხი იქნებოდა. ვიღაც ჩემს ადგილზე გამოუცდელი რომ იდგეს, შეიძლება პასუხი მიიღოთ ისეთი, რომლითაც დაღუპოთ ქვეყანა. ძალიან გთხოვთ... კითხვა შეიძლება ისეთი გაჩნდეს, რომელმაც დაღუპოს ქვეყანა. თქვენი გიჩნდებოდათ ასეთი კითხვები და ყოველთვის გთხოვდით და მიგითითებდით..." - განმარტა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.