დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან - მდინარაძე გახარიას გუნდზე

01.07.26 15:50
დედის გინება თუ მათი სამსახურია თქვან - მდინარაძე გახარიას გუნდზე

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება  „ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია გიორგი შარაშიძისა და გიგა ფარულავას მხრიდან პროვოკაციასა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას მოჰყვა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა თანაგუნდელებზე თავდასხმის შემთხვევაში გულგრილად დარჩენა შეუძლებელი იყო.

 

არ ჩავერიე ისე, როგორც სხვა დროს ვერეოდი ხოლმე და ხშირ შემთხვევაში, განეიტრალებასაც ვახერხებდი. ამ შემთხვევაში მე გათავისებული მქონდა და გამახსენდა, კიდევ კარგი, მე სხვებთან ერთად ვიყავი დაცვის ობიექტი.

გიორგი შარაშიძე, რომელმაც სცადა პრემიერის შეურაცხყოფა და პროვოკაცია ამით, გასული იყო მანამდე, ნახეთ კადრები, ისაუბრა ტელეფონზე, ნახეთ ამისი კადრებიც, შემოვიდა, როდესაც მან ვერ მოახერხ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიყვანა საკუთარი პროვოკაციის, შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, დედის გინებაზე გადავიდა ვინმე ასევე, გახარიელი დპუტატი - ფარულავა. ლაშა ტალახაძის და სხვა ყველა დეპუტატის პასუხი იყო დედის გინებაზე საკუთარი თანაგუნდელების, გუნდის მიმართ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე, დარტყმაზე, ხელის მოქნევაზე და მცდელობაზე, რომ ფიზიკურად ისინი ყოფილიყვნენ დომინაციაში. 

ქუჩაშიც რომ მოხდეს, რომელზეც არავითარი სამართლებრივი პრაქტიკა ლოიალური არ ვრცელდება, გერდით რომ თანაგუდენდელი, მეგბარი, ამხანაგი მედგეს, მას თუ ხელს დაარტყამენ, მაინტერესებს, მორალურად მე უნდა ვიდგე და უნდა დავაცადო, აი, თუ ვერ დაჩაგრა, მერე რაღაცას ვიმოქმედებ?

სამწუხაროა, ვიღებთ ამაზე მორალურ პასუხისმგებლობას, - ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის პრეცედენტი არ ახსენდება. მისი თქმით, წარსულში თავადაც გახდა თავდასხმის ობიექტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროკურატურისთვის არ მიუმართავს, რადგან, მისი შეფასებით, ასეთი პრაქტიკა პარლამენტში წლების განმავლობაში არსებობდა. 

პარლამენტში ჩხუბის გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანი თუ გაგიგიათ ერთი შემთხვევა? გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცეებისთვის ამ ქვეყანაში და პირადად მე ვიყავი ობიექტი, ცოტა უხერხული გასახსენებელია, მაგრამ მოპარვით, ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს ჩვენ. და თქვენ წარმოიდგინეთ, პირადად ჩემს წინააღმდეგ რომ ასე მოპარვით და ვირთხულად დარტყმა ვიხილეთ, მერე რომ ვიღაცეებმა იქ ხელი დაარტყეს თავდამსხმელს, იმაზე რომ ბრაზდებოდნენ, რომ როგორ დაარტყი იმ ადამიანს ხელი, ჩემი თანაგუნდელების პასუხი რაც იყო და მდინარაძეზე თავდასხმა ეს არაფერია, უწონებდნენ კიდეც. განცხადებაა შესული: სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთო გამოძიება, მის სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ანუ დედის გინება თუ მათი სამსახურია - თქვან. სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს მიმართ, აი, ასე რომ მოგეპარება ვიღაცა ვირთხულად და ხელს დაგარტყამს, როცა შენ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არც კი მიფიქრია, რადგან ეს პრაქტიკა იყო, ვეთანხმებოდი ამ პრაქტიკას თუ არ ვეთანხმებოდი, არც კი მიფიქრია საჩივრების წერა, იმიტომ, რომ კი არა, რომ ეს რაღაც ძველბიჭური მიდგომის შედეგია, საერთოდ შორს ვარ ამ ყველაფრისგან. იმიტომ, რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და მივიჩნიე, რომ საჩივარი, ამ შემთხვევაშიც კი, როცა დანაშაულის ნიშნები კლასიკური თვალსაზრისითაც, იყო აშკარად გამოკვეთილი, არ შემთხვევაშიც კი არ მიფიქრია ერთი წამით, რომ შევსულიყავი პროკურატურაში განცხადებით, - ამბობს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • 1. არჩილ გორდულაძე
  • 2. ⁠ლაშა ტალახაძე
  • 3. ⁠ლევან მაჭავარიანი
  • 4. ⁠ირაკლი ხელაძე
  • 5. ⁠ირაკლი კირცხალია
  • 6. ⁠გენო პეტრიაშვილი
  • 7. ⁠ვასილ ჩიგოგიძე
  • 8. ⁠ზუკა რურუა
  • 9. ⁠სავალან მირზოევი