თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე ციხეს დღეს დატოვებს

01.07.26 17:31
თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე ციხეს დღეს დატოვებს

თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე კი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდება - გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. 

ადვოკატი ომარ ფურცელაძე "პირველებს" ეუბნება, რომ  მოსამართლემ მსჯავრდებულები კვლავ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა.

მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. 

ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.

მსგავსი სიახლეები