"ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს - თაზო დათუნაშვილი

01.07.26 17:45
"ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა  სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს - თაზო დათუნაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დაწესებით, სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

„რასაც "ოცნება" ჩადის, ეს არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი“ - ამბობენ "ლელო ძლიერ საქართველოში". 

"განათლების სისტემაში „ოცნების“ მიერ დატრიალებული კოშმარი ასე გამოიყურება: მასწავლებლების ნახევარზე მეტი გამოცდაში მინიმალურ ზღვარს ვერ აკმაყოფილებს, წაკითხულიდან გააზრების მაჩვენებლით კი 81 ქვეყნიდან 67-ე ადგილზე ვართ"- თქვა 

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დაწესებით, სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი მოსწავლეებისთვის ფორმების ჩინეთში შეკერვა დაისახა მიზნად. ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად, „ოცნებამ“ მილიონობით დოლარის ღირებულის კონტრაქტს ჩინურ ერთკაციან კომპანიას უფორმებს. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში წლებია ოპერირებენ ქართული კომპანიები, რომლებიც ტექსტილში არიან საუკეთესოები მთელს ევროპაში და კერავენ Puma-სთის, Nike-სთვის, Adidas-ისთვის, Moncler-ისა და ა.შ. ამ თანხის ჩინურ კომპანიაში გაშვება არის უბრალოდ ეკონომიკური დანაშაული „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ამ მასშტაბის ფინანსური რესურსები ქვეყნის ამ ინდუსტრიაში ძალიან დიდ განვითარებას მოიტანდა და დამატებით ასობით საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა. რაც მთავარია, საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის ეს აბსურდული ფორმების შესყიდვა, მოსწავლეების ოჯახებზე უნდა გადატყდეს და ოჯახებმა უნდა შეიძინონ.

ამ 14 წლის განმავლობაში აბსურდული რეფორმების შედეგად, განათლების სისტემაში „ქართული ოცნების“ მიერ დატრიალებული კოშმარი გამოიყურება შემდეგნაირად: 1. გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებითვე, საქართველოში მასწავლებლების გამოცდას მინიმალურ ზღვარზე ვერ აბარებს ფიზიკის მასწავლებლების 80%, ქიმიის მასწავლებლების 71% და ბიოლოგიის მასწავლებლების 60% ანუ ამ საგნებში ნახევარზე მეტი მასწავლებლებისა არაკვალიფიცირებულია მინიმალური ზღვრის დასაკმაყოფილებლად. 2. PISA-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში წაკითხულიდან გააზრების მაჩვენებლით 81 მოკვლეული ქვეყნიდან საქართველო 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60-ე ადგილზეა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზე. ასევე, ბავშვების 35% ვინც სკოლაში დადის, არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. იმიტომ, რომ ამის საშუალება არ აქვს. ფულის არ ქონის გამო, ბავშვების 45%-ზე მეტი ამბობს, რომ მას არ აქვს სასურველი სულ მცირე ერთი აუცილებელი სასკოლო ინვენტარის შეძენის საშუალება. საქართველოს მოსწავლეების 45% ან ლეპტოპის გარეშე სწავლობს, ან წიგნების გარეშე სწავლობს, ან სახატავი მასალის გარეშე სწავლობს ან ა.შ.

სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო 2022-2025 წლებში სწავლა შეწყვიტა 22 737 -მა მოსწავლემ. „ქართული ოცნება“ კი დუმს და ყველას ეუბნება, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. დანგრეულია ათობით სკოლა, რომელთა რეაბილიტაციის ფულიც პირდაპირაა წასული „ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებში. მათი ნაწილი სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშაა, მეორე ნაწილი ისევ აგრძელებს ოპერირებას. წლებია მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში, მოსწავლეები თვის სკოლაში ვერ დადიან. ათასობით და ათიათასობით მოსწავლეს საკუთარი სახლიდან და უბნიდან შორეულ სკოლებში უწევთ სიარული, რომ მათ სჭირდებათ ტრანსპორტირება, აქაც კორუფციული სქემაა.

აი, ასე გამოიყურება საშუალო განათლება "ქართული ოცნების“ პირობებში და მათ გადაწყვიტეს, რომ თურმე რეფორმის საგანი უნდა იყოს ის, თუ როგორ ჩაიცვამენ ჩვენი შვილები, შვილები, რომელთა 35% მშივრები არიან სასკოლო პერიოდის განმავლობაში. რას ჩაიცვამენ სკოლაში, ეს აინტერესებს "ქართულ ოცნებას" და არა ის, რომ ისინი უნდა გამოკვებონ. შეცვლიან სასკოლო წიგნების ყდებს, ანუ ის კი არა შიგნით რა წერია, უკეთესი ხარისხის იყოს შინაარსი ამ წიგნების, არამედ რა ახატია ყდაზე ეს არის მნიშვნელოვანი ივანიშვილის რეჟიმისთვის.

ეს სამარცხვინო რეალობა აუცილებლად შეიცვლება და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული საქართველოს და საქართველოს მომავლის წინაშე, რასაც “ოცნება” ჩადის. ეს არის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.