გამოძიება არ იქნება?! - "ოცნება" პარლამენტში მოწყობილ მუშტი-კრივში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

01.07.26 20:45
გამოძიება არ იქნება?! - "ოცნება" პარლამენტში მოწყობილ მუშტი-კრივში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს

მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში მუშტი-კრივი მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკის ნაწილად  გამოაცხადა. მდინარაძე, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ უსწორდებოდნენ ჯგუფურად მისი თანაგუნდელები ოპოზიციონერ დეპუტატებს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

ფიზიკური ანგარიშსწორებიდან მეხუთე დღეს, მდინარაძემ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის საკუთარი ვერსია გაახმოვანა - "ოცნებას პროვოკაცია გახარიას გუნდმა მოუწყო და დირექტივები სატელეფონო ზარით შარაშიძემ სიტყვით გამოსვლამდე მიიღო".

ეს სცენარი გიორგი შარაშიძისთვის ღიმილისმომგვრელია - იმის მიუხედავად, რომ ოცნება პასუხისმგებლობას იხსნის, გახარიას თანაგუნდელი გამოძიების დაწყების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის.

გამოძიება არ იქნება - ასეთია მდინარაძის პასუხი

მდინარაძის მტკიცების მიუხედავად, იურისტები ყვებიან, რომ პარლამენტარების იმუნიტეტი სისხლის სამართლის საქმის დაწყებას არ გამორიცხავს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება - ეს ნაწილი პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს. იმუნიტეტი ვრცელდება მხოლოდ დეპუტატის დაკავება, დაპატიმრებასა და ჩხრეკაზე, თუ გენერალური პროკურორი ბრალის წარდგენას გადაწყვეტს, ამას პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება.

ჯგუფური თავდასხმა საქართველოს პარლამენტში -  ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები