რუსული ბიზნესის ბუმი - ბოლო ხუთ თვეში საქართველოში 3266 რუსული ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა

01.07.26 21:16
რუსული ბიზნესის ბუმი - ბოლო ხუთ თვეში საქართველოში 3266 რუსული ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა

რუსული ბიზნესის ბუმი არ წყდება - ოფიციალური სტატისტიკით, იანვრიდან - მაისამდე საქართველოში 3266 რუსული ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა. მარტივად რომ დავთვალოთ, ეს ნიშნავს დღეში მინიმუმ 20 ახალ ბიზნესს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები ფლობენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან მიგრაციას თან მოჰყვა ბიზნესიც, რომელიც ან დიასპორას ემსახურება ან ოკუპანტთან ვაჭრობისთვის შუამავალია.

2021 წელს ჯამში მხოლოდ 875 რუსული ბიზნესი იყო რეგისტრირებული, 2022 წელს ამ რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა, მას შემდეგ 12 ათასი, 8 ათასი რუსული ბიზნესი ჩნდებოდა წლიურად, ტემპი ახლაც ნარჩუნდება და ამის დასტურია 5 თვეში 3 ათასზე მეტი ახალი რუსული ბიზნესის რეგისტრაცია. ეს ეკონომისტებისთვის სულ უფრო საშიშ სურათს ქმნის, რადგან გამოცდილებამ უკვე გვასწავლა, როგორ იყენებს ოკუპანტი თავის დიასპორას და ბიზნესს.  

არსებობს კიდევ ერთი საფრთხე - ეკონომიმსტების შეფასებით, თუ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რუსული ბიზნესი ისეთივე ტემპით დატოვებს, როგორც შემოვიდა, ეს ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.  

რუსული კომპანიები საქართველოში - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით