რისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობა?

01.07.26 21:24
რისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობა?

მესამე პრეზიდენტი პარტიაში რევოლუციური ცვლილებებისათვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილმა პარკეტული პოლიტიკა დასრულებულად გამოაცხადა და უპირობო ნდობა ნანუკა ჟორჟოლიანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა. „რეაქციისთვის“ მიცემული, ექსკლუზიური ინტერვიუდან ირკვევა, რომ თავის დროზე ლევან ხაბეიშვილის პარტიული თანამდებობა ინგლისურის არცოდნას შეეწირა, რასაც სააკაშვილი, სავარაუდოდ ნანობს.

სააკაშვილის რჩეულმა თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა დააანონსა, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი საზოგადოებას სულ მალე დაუმტკიცებს, რამდენად დიდია მისი მზაობა განახლებისა და ცვლილებებისათვის. სააკაშვილის ახლებურ პოზიციონირებას ელოდებიან პარტიაშიც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ექსკლუზიურ ინტერვიუს, გვარამიასა და მელიაზე თავდასხმის გარეშე არ ჩაუვლია. სააკაშვილმა ერთ დროს, ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, მძიმე ბრალდებები გააჟღერა.

საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს და კომენტარის აუცილებლობას ვერ ხედავს ნიკა გვარამია, პატიმრობაში მყოფ მელიას კი ჯერჯერობით, ახალი facebook პოსტი არ გამოუქვეყნებია. 

შდგება თუ არა, სააკაშვილის მიერ  დაანონსებული რევოლუციური ცვლილებები პარტიაში? როგორი მართვის მოდელს აირჩევს ნაციონალური მოძრაობა? ვინ იქნება თავმჯდომარე და როგორ განაწილდება ან ვერ განაწილდება პარტიული თანამდებობები? – „ერთიანი ნაციონალური“  მოძრაობის განახლება გარდაუვალია, თუმცა, სააშკარაოზე გამოტანილი ჯერ მხოლოდ ანონსებია

ხატია სამხარაძე თემის დეტალებით