"თავისუფლება სინდისის პატიმრებს" - ფოტო ამერიკის საელჩოდან
თბილისში, ამერიკის საელჩოში, სადაც შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია საპროტეტესტო გზავნილით მივიდა.
მის პიჯაკზე აქვს წარწერა: "თავსიუფლება სინდისის პატიმრებს".
მიღებას "ქართული ოცნება" თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. ადგილზეა ირაკლი კობახიძე და მინსიტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
ღონისძიებაზე კობახიძის სიტყვით გამოსვლისას პატარაია, ზურგით დადგა, შესაბამისად დიდი ალბათობით, "საფარის" ხელმძღვანელის საპროტესტო გზავნილი ნახა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
რაც შეეხება მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს, "პირველების" კორესოდენტის ცნობით, ადგილზე მიხეილ ყაველაშვილი არ იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.