ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სიტყვით გამოსვლისას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვაზე ისაუბრა

01.07.26 20:11
 ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სიტყვით გამოსვლისას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვაზე ისაუბრა

 

 

საქართველოში, აშშ-ს საელჩოს ეზოში ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისათვის მიძღვნილი ღონისძიება იმართება. 

საელჩოში შეკრებილებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა მან ყურადღება გაამახვილა ფოთის პორტის გაფართოების პროექტში ამერიკულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ პროექტებზე, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა" - ეს არის კიდევ ერთი ციტატა ალან პერსელის მიმართვიდან. 

პერსელმა საელჩოში მყოფ ირაკლი კობახიძეს მიმართა და თქვა, რომ "ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის", რისი მაგალითიც გასულ კვირას, ფოთში, მათი შეხვედრაა, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი.

ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. აშშ-ის სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს," - განაცხადა ალან პერსელმა. 

მსგავსი სიახლეები