ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში სიტყვით გამოვიდა და სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძე თბილისში, აშშ-ის საელჩოში, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, სიტყვით გამოვიდა.
თავის სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დადგა დრო სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვისა საგზაო რუკის მეშვეობით".
მისივე თქმით, ისინი მზად არიან ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში, რათა განისაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები, დააფუძნონ განხორციელების მექანიზმები და მოიტანონ გაზომვადი შედეგები ორივე ერისთვის.
ბოლო მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია იძენს მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში. ეს ასახავს გეოგრაფიული, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების კომბინაციას. რადგან სამხრეთ კავკასია იღებს უფრო დიდ სტრატეგიულ როლს, საქართველოს ფუნქცია ხდება კრიტიკული. ღრმა გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს, საქართველო მიიჩნევს, რომ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და გაფორმება ემსახურება ორივე ერის ურთიერთინტერესებს.
მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ბოლო წლებში გამოიკვეთა, ჩვენ ვრჩებით დარწმუნებულნი, რომ დადგა დრო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვისა საგზაო რუკის მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებს და ნათლად განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებს. ამიტომ, წინადადება არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სამართლიანობაზე და თანამშრომლობისთვის მკაფიო ჩარჩოზე. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პირდაპირ დიალოგში, რათა განვსაზღვროთ მოკლევადიანი პრიორიტეტები, დავაფუძნოთ განხორციელების მექანიზმები და მოვიტანოთ გაზომვადი შედეგები ორივე ერისთვის," - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილი: ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მისვლას ეხმაურება.