"ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა" - შალვა ნათელაშვილი
"ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა" - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შთამომავლები მომავალში ვერც კი ახსენებენ, რომ "ასეთი უღირსი, ერის მტერი წინაპარი ჰყავდათ".
... სახეზე გვაქვს გეო-პოლიტიკური ორსახოვანი იანუსობა [ორპირობა, ფარისევლობა], ანუ გაორებულები არიან, გასამებულები არიან და საბოლოოდ, გაჯიბისტებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ ქართველი ხალხისგან, ჩაიდონ ჯიბეში და დაუტოვოთ თავიანთ გაუმაძღარ შთამომავლობას. ამ შთამომავლობასაც ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე ამზადებენ ლამის ხელისუფლებაში მოსასვლელად. დაჰყვება ის ახალგაზრდულის თავმჯდომარე რომ ჰყავთ, მოჭიდავეების თავმჯდომარე ლიპარტელიანი, რაღადროს მაგის ახალგაზრდობაა, მამაჩემი და ეგ ერთად იბრძოდნენ სტალინგრადში, დაჰყვება ამ ოლიგარქის შვილს და არის ტაშფანდურა და ჩარბუზანა.
არ გამოვა მეგობრებო არაფერი, ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა, იმ დონეზე, რომ ვერც ახსენებენ ძალიან მალე და მათი შვილები კიდე, რომ ასეთი უღირსი, ერის მტერი წინაპარი ჰყავდათ, რომელმაც საქართველოს ასე გაუმრუდა მომავალი განვითარების გზა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.