"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს"- ასეთ შეფასებას აკეთებს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას.
- შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის საელჩოში, ირაკლი კობახიძის მიერ, ურთიერთობის გადატვირთვის სურვილზე გაკეთებული განცხადება და მიხეილ ყაველაშვილის ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლა შეაფასა.
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ აღიარეთ ჩვენი მუდმივობა, შეეგუეთ, რომ არცევნებს გავაყალბებთ, მივიტაცებთ ხელისუფლებას, დემოკრატიას მოვსპობთ, ესენი ითხოვენ შეუძლებელს. ევაჭრებიან ყოვლად მიუღებელი მეთოდებით და ასეთ ვაჭრობას მოყვება მათთვის სატორალი შედეგები.
ორსახოვანი იანუსობა ნახეთ თქვენ: ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას და ისმენს "სიკვდილი ამერიკას" შეძახილებს აპლოდისმენტების ფონზე" - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოში ოფიციალური მიღება გუშინ გაიმართა.
ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის, ოპოზიციის, თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ.
აშშ-ს საელჩოში არ გამოჩენილა მიხეილ ყაველაშვილი. ამ ეტაპზე უცნობია, არ მიიწვიეს თუ თავად არ მივიდა პრეზიდენტი ღონისძიებაში.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია აშშ-ის საელჩოში მიღებაზე, საპროტესტო გზავნილით "თავისუფლება სინდისის პატიმრებს" მივიდა.