ცნობილია, როდის გამოცხადდება ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი
10 ივლისი, 13:00 საათი - ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი 4 დღეში გამოცხადდება.
ცნობილია, რომ სანამ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი, პოლიტიკოსის წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.