ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება საერთოდ აღარ გახდეს საჭირო

06.07.26 16:49
ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება საერთოდ აღარ გახდეს საჭირო

ორ დღეში ნაცმოძრაობის მოქმედ თავმჯდომარეს ვადა ეწურება - ამის მიუხედავად უცნობია  ყრილობის თარიღი და თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა.

პეტრე ცისკარიშვილი "პირველებთან" არ გამორიცხავს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი უკონკურენტო იყოს, რის გამოც არჩევნების ჩატარება საერთოდ აღარ  გახდეს საჭირო. 

ორ დღეში მხოლოდ თინა ბოკუჩავას არა, ყველას ეწურება უფლება-მოსილების ვადა - მოდით ასე ვთქვათ, ყველა პარტიულ ინსტიტუციას. ბოლო ყრილობა ზუსტად 2 წლის წინ ჩატარდა და ორი წლით ვიყავით არჩეული ყრილობის მიერ. როგორც გენერალური მდივანი, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრები. 

ჩვენ წესდებაში არის დათქმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა ეს თანამდებობის პირი აგრძელებს თავისი უფლება-მოსილების შესრულებას ახალ ყრილობამდე. ახალი ყრილობის დრო ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ მაქვს. 

ჩვენ ასე ავტომატზე არ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ 8-ში რახან უფლება-მოსილებები იწურება, 9-ში ეგრევე ყრილობა უნდა ჩატარდეს. 

მათ შორის იმაზე რა ფორმით ჩატარდება არჩევნები, თუ ამ არჩევნების აუცილებლობა იქნა. თუ კონკურენცია არ არის, თუ ბევრმა ადამიანმა არ გამოთქვა სურვილი თავმჯდომარეობაზე და კონკურენტული გარემო არ შეიქმნა, მაშინ როგორც წესი და რიგია, ყრილობის დელეგატები ირჩევენ ხოლმე თავმჯდომარეს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს სცენარიც განვითარდეს"- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები