სანოტარო ბიუროდ არის ქცეული სასამართლო შენობა - ანი ნადარეიშვილის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
"მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროდ არის ქცეული სასამართლო შენობა" - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიქას ცოლი ანი ნადარეიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სასამართლო შენობაში არა მოსამართლები, არამედ ნოდატიუსები სხედან.
სასამართლო შენობაში სხედან ნოტარიუსები მოსამართლეების მანტიებით და სამწუხაროდ, საქართველოს სახელით გამოაქვთ გადაწყვეტილებები. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ნოდატიუსები - ანუ მოსამართლეები ოფიციალურად აფორმებენ"- თქვა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს ბაჩო ახალაია ციხეში ბევრი ხნით გამოკეტოს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.