განზრახ მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

06.07.26 18:00
განზრახ მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა პროკურატურასთან აქციას მართავს - ძმების, გოგა და გაგა სოფრომაძიეების ოჯახი ქუთაისში, 2014 წელს მომხდარი მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. 

ქალი ამტკიცებს, რომ ტყუპი ძმები ცრუ ბრალდებით გაასამართლეს.

12 წლის წინ,  საქალაქო სასამართლომ ძმებს 20-20 წლით პატიმრობა, მათთან ერთად დაკავებული ნოდარ თოდაძეს კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სხვა მუხლებით, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გაგა და გოგა სოფრომაძეები 2014 წელს, ქუთაისში ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, თუმცა ბრალდებულების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ აქდგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას და არა განზრახ მკვლელობას, რასაც პროკურატურა ამტკიცებს. 

ირკვევა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ძმამ გოგა სოფრომაძემ 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, მას მკვლელობაში დახმარებას ედავებოდნენ.  რაც შეეხება მის ტყუპისცალს, დედა ამბობს, რომ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულმა გაგა სოფრომაძემ საკანში მშრალი შიმშილობა დაიწყო.

ჩხუბი მოუვიდათ ტაქსის მძღოლსა და ჩემს შვილს, იმ კაცმა დანა დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი. როგორც სასამართლოზე მოჰყვა - დანა წავართვიო, შემდეგ საბარგულში ეძებდა რაღაცას და შეიძლება, იარაღი ყოფილიყო და წიხლი ამოვარტყიო. ჩხუბი რომ დავიწყეთ, ქვას ედძებდა, გავექანე და გულში დავარტყი წიხლი და გადავარდაო დაეცა ქვაზე და გარდაიცვალაო" - აცხადებს მსჯავრდებულის დედა.  

ქალი ამტკიცებს, რომ მაშინ პოლიციელებმა სამხილები დამალეს, საქმე კი შეკერეს. სოფრომაძეების დედა ამბობს, რომ საქმის ფალსიფიცირებაში 50 000 ამერიკული დოლარი აიღეს კონკრეტულმა პირებმა. 

დღეს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ნოდარ თოდაძეც. მისივე მტკიცებით, პოლიციელებმა მთავარი სამხილები დამალეს. 

სისხლიანი მიწა ამოჭრეს და გააქვრეს. საქმის შეკერვამ გამოიწვია ეს უკანონო განაჩენი. პროკურორის შინაგანი ღრმა რწმენით მოგვისაჯეს სასჯელები საქალაქო სასამართლოში. ძმებ გოგა და გაგა სოფრომაძეებს 20-20 წელი ჰქონდათ მისჯილი. ტაქის მძღოლსა და გაგას შორის დაიწყო საუბარი ძველ ვალზე, რასაც ჩხუბი მოჰყვა, ტაქსი მძღოლი არ გაჩერდა, გაგამაც წინააღმდეგობა გაუწია, ტაქსი მძღოლი გადავარდა და დაიღუპა.

ჩვენს წინააღმდეგ მუქარა იყო, ასევე, სააპელაციო სასამართლოში გვცემეს - 15-20 წუთის განმავლობაში გვცემდნენ, რომ არჩადენილი დანაშაული გვეღიარებინა"- აცხადებს თოდაძე. 

 

მსგავსი სიახლეები