საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული ისევ არ არის
საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული არ არის. მეზობელ თურქეთში ჩადის ყველა ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც. უმნიშვლეოვანესი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, კი ექსპერტების შეფასებით, ჩვენი ქვეყანა თამაშ გარე მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციით, სამიტზე ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვის ხარჯების სამიზნე ნიშნულის მიღწევაზე, შეიარაღების ინდუსტრიული წარმოების გაზრდაზე და კონტინენტის თავდაცვის „ტვირთვის“ აშშ-დან ევროპაზე გადატანის პოტენციურ გზებზე.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გადაწყვეტილება იქნება მიღბული, ეს არის უკრაინისთვის გრძელვადიანი დაფინანსების გაზრდა. ეს მოხდება აშშ-ის გარეშე, დაფინანსება გაიზრდება ევროპული ქვეყნების მიმართ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - "პირველებს" თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშლი უდასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, მისთვის მინიჭებული უპირატესი კვოტის გამოყენებით შეეძლო "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელი მიეწვია, რაც არ მოხდა.
ეს იგივე პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის დროზე, ლამის ხელჩართულ ჩხუბს მართავდა, ქვეყნის პრეზიდენტთან, რომ პრემიერი უნდა წასულიყო ნატოს სამიტებზე. დღეს მოვედით იქამდე, რომ რამდენიმე წლის წინ, პირველი პირის დონეზე თავად თქვეს უარი სამიტში მონაწილეობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრი გაუშვეს მაშინ. ამის შემდეგ ჩვენ არ მიგვიღია მოსაწვევი არცერთი სამიტიდან.
ის, რომ ანკარაშია სამიტი და იქაც არ დაგვპატიჟეს, ეს დამატებითი პრობლემაა ქართული სახელმწიფოსთვის - ანკარას თვითონ, საკუთარი ინიციატივით შეეძლო, ასეთი მოსაწვევი მეზობელი სახელმწიფოებისთვის გაეგზავნა"- თქვა ხიდაშელმა.