დამნაშავედ გამოცხადებული გახარია ეუთოს ფორუმზე გამოჩნდა - რა შედეგით ბრუნდება ოცნება ჰააგიდან?

06.07.26 20:06
დამნაშავედ  გამოცხადებული გახარია ეუთოს ფორუმზე გამოჩნდა - რა შედეგით ბრუნდება ოცნება ჰააგიდან?

ექს-პრემიერი, რომელიც საქართველო პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა, ახლა ნიდერლანდებშია და ქალაქ ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ესწრება. არადა გიორგი გახარიას საქართველოს პროკურატურას ეძებს, რომ დააკავოს და რუსთავის ციხეში ჩასვას. საქართველოში აღძრულ საქმეებს და სასამართლოს შეფარდებული პატიმრობის კანონიერებას, როგორც ჩანს, ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და ამიტომ ის, ვინც "ქართლმა ოცნებამ" კრიმინალად გამოცხადა, ევროკავშირში მიღებული პოლიტიკური ლიდერია.

თბილისიდან საგანგებო მისიით ჰააგაში  გაგზავნილი "ქართული ოცნების" ლიდერი, ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარწმუნებას ცდილობდა, რომ რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს შესახებ მოამზადეს ამოეღოთ მწვავე ფორმულირებები, სადაც საუბარი იყო ხალხის უკანონო დაკავებაზე, დევნაზე და "მოსკოვის მექანიზმის" აღწერილ მძიმე ფაქტორებზე. 

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები