გამოძიება პარლამენტში ჩხუბის საქმეზე - ირაკლი კირცხალია გიგა ფარულავასაგან ორსულობის ცნობას ითხოვს

06.07.26 20:28
გამოძიება პარლამენტში ჩხუბის საქმეზე - ირაკლი კირცხალია გიგა ფარულავასაგან ორსულობის ცნობას ითხოვს

"ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე" - ეს პასუხი აქვს ირაკლი კირცხალიას გიორგი გახარიას გუნდის კამპანიაზე, რომ არსებობს არაერთ ქვეყანა, სადაც პარლამენტში ჩხუბის გამო დეპუტატების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. კირცხალიამ ბევრი ეძება და აღმოაჩინა, რომ სენეგალში ჩხუბის დროს პარლამენტარმა ორსულ ქალას ჩაარტყა და ამიტომ აგებინეს პასუხი. ამიტომ ეს თემა დღეს ქილიკის საგნად აქცია. 

სად გავიცინოთ? - ასე უპასუხა დღეს გახარიას პარტიამ, ირაკლი კირცხალიას, რომელიც  პრეცედენტებს იწუნებს, თუმცა ვერ უარყოფს. მაგალითად 2012 წელს დიდ ბრიტანეთში პარლამენტის შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დეპუტატი დააკავეს და მას ბრალი წაუყენეს. სამხრეთ კორეაში კი 2019 წელს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს პროკურატურამ 30 დეპუტატს ბრალი წარუდგინა. ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა სენეგალში დეპუტატებს, რომლებმაც ბიუჯეტის განხილვის დროს იჩხუბებს. სულ ბოლოს კი 2024 წელს, საბერძნეთის პარლამენტში მომხდარის გამო დეპუტატს 4-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.  

გიორგი გახარიას პარტიის ორ წევრზე, ჯგუფური თავდასხმიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია. დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ლიდერს ვკითხეთ, ნანობს თუ არა თავად რომ ჩხუბში ჩაერთო. ირაკლი კირცხალიას, იმ დღეს არა გამშველებლის, არამედ თავდამსხმელის როლი ჰქონდა. 

დეტალებით ხატია სამხარაძე 

მსგავსი სიახლეები