"ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს" - ჯო უილსონი
"ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს" - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ კოლაფსს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლასა და სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობრივ ბოროტად გამოყენებას განიცდის.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ავტორიტარული ტენდენციები ემთხვევა სულ უფრო გაუმჭვირვალე საარჩევნო გარემოს, რომელიც ხასიათდება ოპოზიციურ ხმებზე ზეწოლითა და კანონებით, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, რაც სერიოზულ ეჭვს აჩენს მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე.
სამწუხაროდ, საქართველოს რესპუბლიკა განიცდის სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ კოლაფსს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლასა და სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობრივ ბოროტად გამოყენებას – რაც ყველაფერი არის სწრაფი ტოტალიტარული შემობრუნების ნიშნები. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების, ფაქტობრივად ყველას მიერ, შეფასდა როგორც გაყალბებული არჩევნები, სადაც უცხოეთში ხმის მიცემა შემცირდა და შეიზღუდა. ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს და არჩევნებში ჩარევით დემოკრატიული უკუსვლა ქმნის შესაძლებლობებს რუსეთისთვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანისთვის და ისინი მზად არიან ამის გამოსაყენებლად, რაც მკვეთრად ზრდის რისკებს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და საფრთხეს უქმნის საქართველოს გრძელვადიან სუვერენიტეტს. მედიის შეზღუდვები, პოლიტიკური კონკურენციის შემცირება და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველების მისწრაფებებს, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობით ესწრაფვიან უფრო ღრმა პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ინსტიტუტების დასუსტება საფრთხეს უქმნის საქართველოს საიმედოობას შუა დერეფნის გასწვრივ, აფერხებს პროგრესს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და საფრთხეს უქმნის კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ განვითარებას, რადგან ეს სექტორები მოითხოვს გამჭვირვალობას, სტაბილურობასა და დასავლურ ნდობას, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალური აზიის ახლად განთავისუფლებულ ქვეყნებთან. ეს ავტორიტარული ტენდენციები ემთხვევა სულ უფრო გაუმჭვირვალე საარჩევნო გარემოს, რომელიც ხასიათდება ოპოზიციურ ხმებზე ზეწოლითა და კანონებით, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, რაც სერიოზულ ეჭვს აჩენს მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე," - განაცხადა ჯო უილსონმა.