ივანიშვილის პირადი მცველი სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

07.07.26 10:44
ივანიშვილის პირადი მცველი სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს - ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.

  • ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა. 
  • სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე,  ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 

სუს-ის უფროსის რიგით მეხუთე მოადგილე 10 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა იყო. 

  • საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბახუაშვილი სხვადასხვა დროს  მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამჟამად გეკა გელაძე ხელმძღვანელობს.

გელაძეს ამ დრომდე 4 მოადგილე ჰყავდა, მათ რიცხვს კი გიორგი ბახუაშვილი დაემატა

  1. მარიამ ტაბატაძე,
  2. ლაშა მაღრაძე,
  3. თამაზ ბორაშვილი, 
  4. ალექსანდრე მაისურაძე, 
  5. გიორგი ბახუაშვილი

გეკა გელაძე სუს-ის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც 21 აპრილს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გამოაცხადა: 

  • ცვლილებები შეეხო მამუკა მდინარაძეს, სუს-ის ყოფილი შეფმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. ის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძემ შეცვალა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი  გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები