სუს-ის უფროსების კარმა ჩვენი ოჯახის კარმა გახდა - ელისო კილაძის შვილის მიმართვა მამუკა მდინარაძეს

07.07.26 22:33
სუს-ის უფროსების კარმა ჩვენი ოჯახის კარმა გახდა - ელისო კილაძის შვილის მიმართვა მამუკა მდინარაძეს

დედა გამაგრდი და  გაძლიერდი - ამ სიტყვებით ამხნევებს ელისო კილაძის შვილი დაკავებულ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სტუდიიდან. მარიამ ხარშილაძესთვის, ახლა სწორედ "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერია დედასღან კომუნიკაციის ერთადერთი წყარო - რადგან "ქოლც-ცენტრების" საქმეზე ბრალდებულ "ქრონიკა+"-ის რედაქტორს ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

მარიამ ხარშილაძე ამბობს, რომ შეზღუდვები ელისოს გატეხვის მცდელობას უკავშირება. 57 წლის ქალი 5 თვეა 4 ადამიანის ჩვენების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფება. შვილის თქმით, 4-ვე პირი აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდებულია, თუმცა ყველა მათგანი, მათ შორის ბიზნესმენი ბენ ანორი, თავისუფლებაზეა. 

მარიამ ხარშილაძის მტკიცებით, საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ დევს, რომ ელისო კილაძე "ქოლ-ცენტრები" დაარეკლამა. სწორედ "ქოლ-ცენტერბის" საინფორმაციო მხარდაჭერას ედავებიან დაკავებულ ჟურნალისტს. 

დედაჩემი ალბათ ახლა ციხის საკნდიდან უყურებს თქვენს გადაცემას და მას მხოლოდ ასე, ეთერიდან შემიძლია მივმართო და გავესაუბრო - დედა გამაგრდი, გაძლიერდი, იმედი მქვს მალე დავამტკიცებთ შენს უდანაშაულობას. 

რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რაც დაუწესეს, ეს არის ერთი - დამოუკიდებელი ჟურნალისტის გაჩუმების საშუალება, მეორე - ბრალდებსი მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაა დახურული მისი პროცესები.  ეს შეზღუდვები ასევე ემსახურება ფსიქოლოგიურ ტერორს მისას და მისი ოჯახის წევრებისას. არც ავხსნი, როგორი მნიშვნელოვანია 57 წლის დაკავებული ქალი პატიმრისთვის, რომელიც მარტო არის საკანში, რომ ხუთი თვის განმავლობაში რომელიმე ოჯახის წევრს მაინც გაესაუბროს. 

მოუსმინეთ, კი ბატონო განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მოემცით საშუალება, დედას გავესაუბრო მისი ჯანმრთელობის შესახებ. მეუბნებიან, რომ იმდენად კარგად ექცევიან ციხეში, აღდგომასაც კი, როცა დასვენება იყო, ექიმები მივიდნენ მისთვის ნემსის გასაკეთებელად.  მადლობა ციხის ადმინისტრაციას, მადლობა ექიმებს, მაგრამ მეც, შვილს მაკითხინეთ, რისთვის დასჭირდა ეს ნემსი, როგორ გრძნობს თავს. 

ელისო ამ საქმის ფარგლებში არასოდეს დაბარებული არ იყო. თუმცა ის საკითხები რაზეც იყო დაბარებული, რასაც თავად იძიებდა - "ქოლ-ცენტრებს" ვგულისხმობ, მის მიერ დაკავებული ქოლცენტერებიდან არავინ არ არის დაკავებული და რას ამბობს პროკურატურა, რომ დღეს უნდა, ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიება? ყველამ იცის, რომ საქართველოში დღეს "ქოლ-ცენტერბი ფუქნციონირებს და დაკავებულია ვინ? - ელისო კილაძე? 

ბენ-ანორი სარგებლობს პრივილეგიებით - ეს ადამიანი  არის გარეთ.. სასაცილოა რაც ხდება. 

ედავებიან ქოლ-ცენტრების საინფორმაციო მხარდაჭერას, როდესაც ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს სამყაროში, რომ ელისო კილაძემ "ქოლ-ცენტრები" გაარეკლამა", - აცხადებს ხარშილაძე. 

შვილის შეფასებით, დედამისი მამუკა მდინარაძის პირადი ტყვეა - მარიამ ხარშილაძის ცნბოით, სწორედ მდინარაძეზე ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძებას ელისო კილაძე და გამოქვეყნებამდე ორი კვირით ადრე დააკავეს. 

სუს-ის უფროსების კარმა ჩვენი ოჯახის კარმა გახდა - ამბობს ხარშილაძე და იხსენებს 9 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა მისი თქმით, სოსო გოგაშვილმა მისი ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავებინა. 

მარიამ ხარშილაძემ "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან მამუკა მდინარაძეს მიმართა და პირდაპირ უთხრა, რომ "ელისო კილაძეს დაკავებით ვერ გააჩუმებს".

ელისო კილაძის ტყვეობა ვის შეიძლება აძლევდეს ხელს, ვისი კორუფციული გარიგეგების შესახებაც დაკავებამდე ორ კვირაში აპირებდა ელისო კილაძე ინფორმაციის გამოქვეყნებას - ეს იყო მამუკა მდინარაძე. სუს-ის უფროსების კარმა ჩვენი ოჯახის კარმა გახდა - იცით, რომ 9 წლის წინ სოსო გოგაშვილმა დედაჩემის გასაჩუმებლად ჩემი ძმა დაიჭირა ნარკოტიკის ჩადებით. და მომდევნო სუს-ის უფროსმა დაიჭირა დედაჩემი. 

ბატონ მამუკას ვეტყვი - თუ გგონიათ, ელისო კილაძე დასრულდება მისი ციხეში გამოკეტვით, არ დასრულდება. მეორე, აუცილებალდ გაგრძელდება მის კორუფციულ საქმეებზე საუბარი. მეორე - მაინტერესებს, რაში აწყობს დღეს ქართულ სახელმწიფოს, 57 წლის ჟურნალისტის ტყვეობა. რაში აწყობს ქართულ სახელმწიფოს დღეს მამუკა მდინარაძის ბოდვითი აშლილობების მოსმენა? - განაცხადა მარიამ ხარშილაძემ. 

მარიამ ხარშილაძემ მიმართა დედასაც და ელისო კილაძეს უთხრა, რომ შვილებზე დამუქრების შემთხვევაშიც კი, თუ ეს მხოდა, ხელი არ მოაწეროს აღიარების დოკუმენტს. 

მივედით დღეს იმ რეალობამდე, რომ შეიძლება გამომძიებელმა ან პროკურორმა მოატყუოს დედაჩემს და უთხრას - ვიცით, მარიამი სად არის, სადაც და რავიცი, ტიტუშკებს ვაცემინებთ, თუ აღაირებით ჩვენებას არ მოგვიწე ხელს - ამიტომ დედას მივმართავ, დედა კარგად ვარ, უსაფრთხოდ ვარ, შენთან ერთად ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვუღებთ ამ აბსურდს ბოლოს.

მაქვს იმედი, რომ მამუკა მდინარაძე თავსი გარემოცვას მაინც ამოუვა ყელში იმ დონეზე, რომ ამის შემდგე მიანც შევძლებ, მისი პირადი ტყვის, დედაჩემის გათავისუფლებას", - ამბობს მარიამ ხარშილაძე. 

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს. 

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს  ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. 

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. 

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.