ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება

07.07.26 23:11
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება

მაკა ბოჭრიშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება. მისი თქმით, სწორედ ამის მაგალითია ეუთოს საპარლამენტო ასაბლეაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოს საკითხზე ინიცირებული რეზოლუციის პროექტი. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მისი თქმით, „ჯო უილსონი უკვე დიდი ხანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც“.

კონკრეტული აქტორები ჩვენ ვხედავთ რომ იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა.

ჯო უილსონი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად ლობირებს დღის წესრიგს საერთაშორისო არენაზე და რა თქმა უნდა მას აქვს შესაძლებლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა უილსონის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები