აეროპორტი დაიტბორა - მოქალაქეები ოჯახის წევრების ჩამოფრენას ქუჩაში ელოდებიან

08.07.26 11:06
აეროპორტი დაიტბორა - მოქალაქეები ოჯახის წევრების ჩამოფრენას ქუჩაში ელოდებიან

"პირველების" ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წვიმის შედეგად, დაზიანებულია შიდა სივრცეში არსებული ტექნიკა.

ღამით მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შენობაშიც ზუსტად ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ამიტომ ხალხი აეროპორტში გაშლილი ქოლგებით იდგა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამბობს, რომ ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, თუმცა "პირველების" კამერამ დღეს დააფიქსირა ათობით მოქალაქე, რომელიც ოჯახის წევრების ჩამოფრენას მოსაცდელი სივრცის ნაცვლად, ისევ ქუჩაში ელოდება. 

რაც შეეხება გაფრენის სივრცეს, ის "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, შეუფერხებლად მუშაობს. როგორც ადგილზე გვეუბნებიან, ეს ნაწილი წვიმის შედეგად არ დატბორილა. 

მსგავსი სიახლეები