"ოცნება" კონფერენციაზე დესტრუქციისთვის იყო ჩასული - დიმიტრი ცქიტიშვილი
„ქართული ოცნება“ კონფერენციაზე დესტრუქციისთვის იყო ჩასული, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს. მისი თქმით, განსხვავებით "ოცნებისგან", სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოტივირებულები არიან, ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.
თითოეულ ამ ქვეყანას თავისი გამოწვევები აქვს, თავისი პრობლემები აქვს გაწევრიანების გზაზე, მაგრამ ისინი ყველანი მოტივირებულები არიან და რეალური სურვილი აქვთ, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში განსხვავებით, სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისგან", რომელმაც ქვეყანა მთლიანად მოაქცია იზოლაციაში და არც კი ცდილობს და რეალურად, დესტრუქციისთვის იყო იქ აშკარად ჩასული, ეს დესტრუქცია მის გამოსვლებში ძალიან ნათელი იყო, თუმცა ამ შეხვედრას და ამ ფორმატს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. როგორც იცით, ერთ-ერთი ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის და სულ სხვა სულისკვეთება იყო დაგეგმილი და ეს დაფიქსირდა კიდეც, უბრალოდ, "ქართული ოცნება" არის დესტრუქციული და არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიმართ, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
რამდენიმე საათში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას დაამტკიცებს. დოკუმენტში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუციებიც შევა.
რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების, დაკავებულების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებულ არცერთ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.