სააკაშვილის ჯანმრთელობა განადგურებულია გლდანის დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის შედეგად - ლიზა იასკო

22.11.21 15:04
სააკაშვილის ჯანმრთელობა განადგურებულია გლდანის დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის შედეგად  - ლიზა იასკო

რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის ჰორპიტალში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა გლდანის დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის შედეგად განადგურდა და მის რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.

სამწუხაროდ, მე შემიძლია ვთქვა,  რომ ის არის სუსტად, რამდენიმე დღის წინ მე ვნახე და უკეთესად გამოიყურებოდა. ახლა ვხედავ, რომ  მისი ჯანმრთელობა განადგურებულია იმ არაადამიანური მოპყრობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რაც გლდანის ციხეში გამოიარა. მე არ ვარ ექიმი და ვერ ვიტყვი რა მდგომარეობაა მის ორგანიზმში, მაგრამ ვხედავ, რომ ის არის სუსტად და  სხვადასხვა სიმპტომები აქვს, რომლისგანაც იტანჯება. ვფიქრობ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ჯანმრთელობა დაიბრუნოს. მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ასევე მოხდეს მისი გათავისუფლება, - თქვა ლიზა იასკომ.