კალაძე საერთაშორისო დაფინანსების მქონე ორგანიზაციაში მომუშავე პირებს "აგენტებად" აცხადებს და ამბობს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ

09.07.26 12:58
კალაძე საერთაშორისო დაფინანსების მქონე ორგანიზაციაში მომუშავე პირებს "აგენტებად" აცხადებს და ამბობს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ

 

 

კახა კალაძე ამბობს, რომ არ აპირებენ შეცვალონ კანონის ის ნორმა, რომელიც საერთაშოროსო დაფინანსების მქონე ორგანიზაციაში მომუშავე ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის - (კენჭისყრის) მიღებას უკრძალავს.

  • "ოცნების" მიერ მიღებული კანონის თანახმად, პირს 8 წლით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა, თუკი ის მანამდე მუშაობდა ორგანიზაციაში, რომლის 20% ფინანსური წყარო მოდიოდა უცხოური სახელმწიფოდან. 

თბილისის მერმა დღეს იმ ადამიანებს, ვინც უცხოურ კომპანიებში მუშაობენ, აგენტები უწოდა - არადა, შეგახსნებეთ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებიდან შალვა პაპუაშვილი წლები უცოხურ ორგანიზაციაში მუშაობდა და ხელფასსაც გერმანია უხდიდა. ასევე იყო ირაკლი კობახიძეც.

რა თქმა უნდა, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ქვეყნის ინტერესები აქ ვერ გატარდება და არ გატარდება. პირველ რიგში დაცული იქნება ქართველი ხალხის ინტერესი, ქართული სახელმწიფოებრივობა. ჩაბარდა ის დრო წარსულს, ვერ მოხდება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, რომ გამოვიდოდა ნებისმიერი უცხოეული, გააკეთებდა განცხადებას და რაც არ უნდა სულელური განცხადება ყოფილიყო, ამას იღებდით, როგროც სრულ ჭეშმარიტებას. ეს დრო დასრულდა, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.

აღნიშნული ორგანიზაციები, რომლებზეც თქვენ ამბობთ, შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ  - როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბროდბით, თქვენ არ გჯეროდათ ამასთან დაკავშირებით და ამბობდით, რომ რაღაცას ვიგონებდით და როდესაც პრეზიდნეტი ტრამპი გამოვიდა და დაარქვა ის სახელი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი მიივიწყეთ. წარმოუდგენელია აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გატარონ საქართველოში თუნდაც პოლიტიკსი გამოყენებით", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.  

 

მსგავსი სიახლეები