ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ეუთო-მ საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს წერტილი დაუსვა"

09.07.26 14:32
ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ეუთო-მ საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს წერტილი დაუსვა"

 

 

"ოცნება" ეუთოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინააღმდეგ - გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ეუთო-მ საქართველოზე მიღებული რეზოლუციით "პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს".

ივანიშვილის გუნდის წევრმა დღეს რეზოლუციის მიღებას უსამართლობა უწოდა და კამერებსი წინ ირწმუნებოდა, რომ საქართველში საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. 

“ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. საუბრობენ პოლიტპატიმრებზეც, თუმცა ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

უსამართლოა, უსამართლოა ქვეყნის წინაშე და უსამართლობას კი მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერთ. ყველამ კარგად იცის, რომ ელექტრონული არჩევნები, ფაქტობრივად, არ ყალბდება", - აცხადებს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - "ქართული ოცნების" დელაგაციამ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.  

მსგავსი სიახლეები