ვოლსკი ირწმუნება, რომ ივანიშვილს თავი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან "არ გაუტოლებია"

09.07.26 17:13
ვოლსკი ირწმუნება, რომ ივანიშვილს თავი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან "არ გაუტოლებია"

 

 

"ოცნების" წევრი, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს თავი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან "არ გაუტოლებია".

საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღეს "ტელე იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან, ბიძინა ივანშვილიც არის გამოსახული. 

"სამართლიანმა არჩევნებმა" აღნიშნულ ქარდზე ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოავლინა. 

"ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც" - უთხრა დღეს დასმული კითხვის საპასუხოდ ვოლსკიმ "ტვ პირველის" ჟურნალისტს და ტელეკამერებსი წინ ირწმუნებოდა, რომ "ოცნება" ტროლობით არ არის დაკავებული".

არსებობს ასეთი ქარდებით ბრძოლა - გამოაქვეყნებენ, მერე რაღაცა განცხადებას გააკეთებენ ისეთს, რომელიც არ შეესაბამება არც პოლიტიკურ პროპაგანდას და არც პირს, იმას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მისდევს.

ბიძინა ივანიშვილს არასოდეს გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. ძალიან წყნარად, ყოველგვარი დაყვედრების გარეშე უამრავი პრობლემა განუხორციელებია ქვეყნისთვის პოლიტიკის შიგნით თუ პოლიტიკის გარეთ. არასოდეს თავისი თავი არ დაუყენებია ამ სამეულში. არც არსი ეს ასე მოსააზრებელი. ყველას თავისი როლი და თავისი მნიშნელობა აქვს ისტორიისთვის. 

ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. არავის, არასდროს გვერდზე საკუთარი თავი არ მოუაზრებია მას პირადად და ჩვენც არასდროს გვითქვამს, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იყოს განხილული სხვადასხვა ისტორიული ფიგურა, მითუმეტეს "ქართული ოცნების" პარტიის დამფუძნებელი. საიდან მოიტანეს ეს ქარდი ან ვინ ალაიქებს ან ვინ აჰაჰავებს, თუ როგორც არის, ან ვინ არის გბარაზებული, არ ვიცი. ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც თქვენ ხართ. ტროლობით არ არის "ქართული ოცნება" დაკავებული", - განაცხადა ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები