გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნაა „ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე

09.07.26 17:27
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნაა „ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ის არის "კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე". 

გეგელიას თქმით, ასევე ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა "მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში".

Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგან მისი მიზანია ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკვლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. შესაბამისად, ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები. მოუწოდებს იმისკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება. რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები