დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა დაინიშნა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფელირებული Facebook გვერდი, "ყველაფერი პოლიციის შესახებ" წერს.
სიგუა ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას მოქმედი ცილი უმძიმეს ბრალდებას უყენებს. სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. სოფია სიგუა კამერის წინ ჰყვება, რომ "იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა".
"შაბათის ეთერის" რესპოდენტი წინა კვირას ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.
ვინ არის იოსებ სიგუა?
- იოსებ სიგუა საზოგადოებამ პირველად, ხორავას საქმის გამომძიებლის რანგში გაიცნო. მას დათუნა სარალიძის მკვლელობის ფალსიფიცირებას ედავებოდნენ.
- იოსებ სიგუას გვარი გამოჩნდა საბა სხვიტარიძის წამების საქმეშიც. 2024 წლის 5 დეკემბერს, სხვიტარიძის მიმართ, პოლიცილების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, თავად დაკავებულის მონათხრობის თანახმად, სწორედ სიგუას სამმართველოში მოხდა.
- იოსებ სიგუა, მესამე სექტორმა, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის წინააღმდეგ შეკერილი საქმის ერთ-ერთ ავტორადაც დაასახელა.
- ყოფილი სამხედრო, რომელიც 2024 წელს, აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს, ყვება, რომ საწამებლად ის სწორედ იოსებ სიგუას კაბინეტში, სამმართველოს მეოთხე სართულზე ჰყავდათ აყვანილი